თბილისი კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს #1TVSPORT
სასტუმრო „რამადაში“ ლეგენდარული ქართველი კომენტატორის და მსახიობის, კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის წილისყრა გაიმართა.
ტურნირზე მთავარი პრიზისთვის 7 ქვეყნის ჟურნალისტთა ნაკრები იბრძოლებს. კოტე მახარაძის მედიათასი 29 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება. საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ლიეტუვის, სომხეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და მოლდოვას სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრების გუნდები. მატჩები სპორტის უნივერსიტეტში ფეხბურთის ფედერაციის ახალ სპორტულ კომპლექსში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები A ჯგუიფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე უკრაინა-ოდესა, სომხეთის და ყაზახეთის ჟურნალისტთა ნაკრებები იქნებიან. მატჩები 29 ოქტომბერს 10:00 საათზე დაიწყება, ფინალი კი 13;30 საათზეა დაგეგმილი.
A ჯგუფი
საქართველო, უკრაინა-ოდესა, სომხეთი, ყაზახეთი
B ჯგუფი
უკრაინა-კიევი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, მოლდოვა
კოტე მახარაძის მედიათასის ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაა, რომლის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.