თბილისი ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
თბილისი ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველო ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებას უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს:

საქართველო – „AFC თბილისი“
ირლანდია – „კორკ სითი FC“
რუსეთი – „დინამო ალტაი
პოლონეთი – „გლორია ვარსონია
ინგლისი – „ევერტონი
თურქეთი – „ოსმანლი

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის პრესსამსახურის ცნობით, მატჩები თბილისში 2019 წლის 25-26 მაისს გაიმართება.