კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 35-ე ტურის შეხვედრამდე გუნდებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
ტურის ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილას“ და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებამ გამოფინეს ბანერი წარწერით – „თავისუფლება ვაჟა ექიმს“.
შეგახსენებთ, რომ უკვე მე-15 დღეა, რაც ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ცნობილი ქართველი ექიმის მიმართ საქმე აღძრულია „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით.