თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დღეს რომის ტურნირზე გამოვა #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დღეიდან რომში გასამართ სარეიტინგო ტურნირზე იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი და რობერტ დინგაშვილი
61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი და გიორგი ღონიაშვილი
65 კგ – ბექა ლომთაძე და თორნიკე ქათამაძე
70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ – ოთარ ბაგაური და დიმიტრი ჯიოევი
79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე, გიორგი სულავა და ევსემ შველიძე
86 კგ – სანდრო ამინაშვილი, ტარზან მაისურაძე და ზაურ ბერაძე
92 კგ – მირიან მაისურაძე და საბა ჩიხრაძე
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე და გივი მაჭარაშვილი
125 კგ – გენო პეტრიაშვილი
დღეს, 24 ივნისს ტურნირში 97 და 125 კილოგრამი წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ჩაებმებიან და ჩემპიონ-პრიზიორებს დღესვე გამოავლენენ. დარჩენილ რვა წონაში კი მედლები ხვალ – 25 ივნისს გათამაშდება.