თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვარშავის საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვარშავაში, ციოლკოვსკისა და პიტლასინსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვა.
ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა. ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), გიორგი სულავამ (74 კგ), ევსემ შველიძემ (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ტუნისის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული გახდა.