თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბაგრატ გაგნიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბაგრატ გაგნიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბაგრატ გაგნიძე (79 კგ) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ხვალ, შეჯიბრების დასკვნით დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრებს სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნებათ, მირიან მაისურაძე (86 კგ) მედლისთვის უნგრელ კორჩსოგს და კანადელ ჰანთერს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება, გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ) და ვასილ ხვისტანი (125 კგ) დამამშვიდებელი ეტაპებიდან გააგრძელებენ მედლისთვის ბრძოლას.