თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბაგრატ გაგნიძე კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

19:35, 05.07.2018

ზაგრებში კადეტთა შორის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდის წევრმა 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბაგრატ გაგნიძემ ფინალში ინდოელი ბალიან გურავი დაამარცხა.

ბაგრატ გაგნიძემ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზეც იზეიმა.

92 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩანქსელიანი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა.

ზაგრებში საქართველოს ნაკრებს პირველი ბრინჯაოს მედალი 48კგ-ში გიორგი გეგელაშვილმა მოუტანა.

მსგავსი