თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი დღის შედეგები [ფოტო]
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი დღის შედეგები [ფოტო]

სპორტის სასახლეში მიმდინარე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი ბოლო დღის მედლების სამი კომპლექტი უკვე გათამაშდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ოქროს მედლებისთვის,  სამ წონით კატეგორიაში შემდეგი სპორტსმენები იბრძოდნენ –

57 კგ.
ლაშა ლომთაძე (ქუთაისი) – ოთარ გოგავა (ხონი)

74 კგ.
ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) – გიორგი სულავა (ქუთაისი)

92 კგ.
დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი) – ირაკლი მწითური (თბილისი)

57 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვება ოთარ გოგავას დარჩა. ბრინჯაოს მედლები ბექა ბუჯიაშვილს და გოგა ძიგუას ერგოთ.

ავთანდილ კენჭაძემ გიორგი სულავა დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მესამე ადგილზე დავით ტლაშაძე და ზურაბ ერბოწონაშვილი გავიდნენ.

92 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ერთმანეთს დავით მარსაგიშვილი და ირაკლი მწითური დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მწითურს დარჩა. ბრინჯაოს მედალოსნები მექი სიმონია და იუზა ცერცვაძე გახდნენ.