თავისუფალი ჭიდაობა | ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე ექვსი ქართველი სპორტსმენი გავა.

79 კგ – ლუკა ჩხიტუნიძე

79 კგ – ოთარი ადეიშვილი

92 კგ – ზაურ ბერაძე

97 კგ – ანდრო მარგიშვილი

97 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი

125 კგ – ალექსანდრე აბრამიშვილი

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები და ნახევარფინალები 13:30 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 21:00 საათზე გაიმართება.

ტურნირის პირველ დღეს მედლები საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა მოიპოვა – აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) დაეუფლა.