თავისუფალი ჭიდაობა | ვლადიმერ გამყრელიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

14:17, 30.10.2026

ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძე ნახევარფინალში იჭიდავებს — ქართველმა ფალავანმა საფრანგეთის სახელით გამომსვლელ რაჰიმ მაგამადოვს 7:4 სძლია და ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ არსენ ჯიოევს დაუპირისპირდება.

მსოფლიო პირველობაზე გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და ტურნირზე გამოსვლა დაასრულეს.

მსგავსი