თავისუფალი ჭიდაობა | სოლომონ მანაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ქართველი ფალავანი დრამატულ დაპირისპირებაში აზერბაიჯანის სახელით გამომსველ გიორგი მეშვილდიშვილთან დამარცხდა.
დღესვე ტურნირზე ბრინჯაოს მედალს მირიან მაისურაძე (92 კგ) დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, აკაკი ქემერტელაძემ (70 კგ) და ვალიდიმერ გამყრელიძემ (79 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ბრატისლავაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართელოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.