თავისუფალი ჭიდაობა | სოფიაში 15 აგვისტოს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | სოფიაში 15 აგვისტოს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება #1TVSPORT

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. ახალგაზრდებს შორის 2022 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს. ტურნირი 15 აგვისტოს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 სპორტსმენით გამოვა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი თვის წინ, ევროპის ჩემპიონატზე, 10 წონითი კატეგორიიდან 8-ში მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – ლუკა ღვინჯილია (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ბრინჯაოს პრიზიორი)

61 კგ – დავით აბდალაძე (ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი (2022) ჩემპიონი და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. ჭაბუკებში ევროპის 2018 წლის ფინალისტი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (2019) ბრინჯაოს პრიზიორი)

65 კგ – ლუკა ჯანეზაშვილი (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)

70 კგ – გიგი ქურხული (ევროპის ვერცხლის (2018) და ბრინჯაოს (2017) პრიზიორი 15-წლამდელთა შორის)

74 კგ – ლუკა ჩხიტუნიძე (ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2017) 15-წლამდელთა შორის)

79 კგ – ოთარ ადეიშვილი (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი)

86 კგ – დავით კოღუაშვილი (ახალგაზრდებში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი 23-წლამდელთა (2022) და ჭაბუკებს (2019) შორის)

92 კგ – ანდრო მარგიშვილი (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი)

97 კგ – ლუკა ხუჭუა (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)

125 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი)

მთავარი მწვრთნელი: ბელდუხ გავაშელიშვილი

მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი, შალვა მუზიაშვილი, თემურ მურღულია

ექიმ-რეაბილიტოლოგი: ლევან ლინნიკი