თავისუფალი ჭიდაობა | სარეიტინგო ტურნირზე გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | სარეიტინგო ტურნირზე გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი დაიწყო. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დღეს ექვს წონით კატეგორიაში იასპარეზეს.

ტურნირზე ცხრა ქართველი – რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი, დავით აბდალაძე (ორივე – 61 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), გიორგი ელბაქიძე, ოთარ ბაგაური (ორივე – 74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი და თამაზ ნიკოლეიშვილი (ორივე – 86 კგ) გამოვიდა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთმა, გაფრინდაშვილმა შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება – ტარიელმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ყირგიზ მეტოქესთან ანგარიშში 0:8 ჩამორჩენიდან სუფთა გამარჯვება მოიპოვა და შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

27 თებერვალს ტირანაში მედლებისთვის ოთხ წონით კატეგორიაში (79, 92, 97 და 125 კგ) შვიდი ქართველი იჭიდავებს.