თავისუფალი ჭიდაობა | საქართველოს 23-წლამდე ნაკრებმა ხარკოვის ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე 1 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოთარ ბაგაურმა (74 კგ) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. მესამე საპრიზო ადგილები კი დაიკავეს: გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), ნიკა ზაქაშვილმა (61 კგ), ლუკა მარიამიძემ (70 კგ), ლევან ბაზაძემ (92 კგ) და რივერი მწითურმა (97 კგ).
უკრაინაში გამგზავრების წინ, რამდენიმე ტიტულოვან ქართველ მოჭიდავეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ნაკრები შეჯიბრებაზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა.