თავისუფალი ჭიდაობა | რომში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დღეს დაიწყება #1TVSPORT
1-3 ივლისს რომის ოლიმპიურ ცენტრში გაიმართება 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ტურნირზე ჩემპიონ-პრიზიორები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში სრული შემადგენლობით ჩაებმება.
57 კგ – ლუკა ღვინჯილია
61 კგ – დავით აბდალაძე
65 კგ – ლუკა ჯანეზაშვილი
70 კგ – დავით კუჭუაშვილი
74 კგ – ლუკა ჩხიტუნიძე
79 კგ – ოთარ ადეიშვილი
86 კგ – დავით კოღუაშვილი
92 კგ – ანდრო მარგიშვილი
97 კგ – ლუკა ხუჭუა
125 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ბელდუხ გავაშელიშვილი
მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი, შალვა მუზიაშვილი, თემურ მურღულია.