თავისუფალი ჭიდაობა | პირველი მედალი ევროპის ჩემპიონატზე - აკაკი ქემერტელიძე ბრინჯაოს პრიზიორია​ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | პირველი მედალი ევროპის ჩემპიონატზე - აკაკი ქემერტელიძე ბრინჯაოს პრიზიორია​ #1TVSPORT

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) საქართელოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა – ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში უკრაინელი ალექსეი ბორუტა დაამარცხა.

დღესვე მოგვიანებით ასევე ბრინჯაოს მედლისთვის ვლადიმერ გამყრელიძე იჭიდავებს (79 კგ), ხოლო პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება – ქართველის მეტოქე ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მაგომედ ყურბანოვი იქნება.