თავისუფალი ჭიდაობა | ოთხი ქართველი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
სლოვაკეთის დედალაქ ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
კონტინენტის პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელთაგანაც ოთხი – რობერტ დინგაშვილი (57კგ), გოგა ოთინაშვილი (65კგ), აკაკი ქემერტელიძე (70კგ) და გივი მაჭარაშვილი (97კგ) – მეოთხედფინალში იჭიდავებს.
79კგ-ში პირველივე ორთაბრძოლა წააგო ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ). ქართველის მეტოქის წარმატებული ასპარეზობს შემთხვევაში გამყრელიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს შეინარჩუნებს.
შეჯიბრებაზე ნახევარფინალური დაპირისპირებები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მედლები კი ხვალ, 8 აპრილს გათამაშდება.