თავისუფალი ჭიდაობა | ოთხი ქართველი 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ესპანეთში დღეს სტარტი აიღო 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში. ასპარეზობაში საქართველოს ნაკრების ხუთი სპორტსმენი ჩაერთო, რომელთაგან ოთხი – გოგა ოთინაშვილი (65კგ), საბა კობახიძე (70კგ), ოთარ ადეიშვილი (79კგ) და ნიკა ფანცულაია (97კგ) ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებს.
დღეს გამომსვლელი მეხუთე ქართველი სპორტსმენი ლუკა ღვინჯილია (57კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.
დღევანდელი ნახევარფინალები 18:45 წუთზე გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, პირველ ივლისს, 20:00 საათზე.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ორი დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.