თავისუფალი ჭიდაობა | ორი ოქროსა და ექვსი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი რომის ტურნირზე #1TVSPORT
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მატეო პელიკონეს სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს დარჩენილი რვა წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაერთვნენ.
ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ ტარზან მაისურაძე (86 კგ), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვს დაუპირისპირდება და მირიან მაისურაძე (92 კგ) რომლის მეტოქეც აზერბაიჯანელი ოსმან ნურმაგომედოვი იქნება.
ორი ბრინჯაოს მედლის შანსია 57 კგ-ში – ბექა ბუჯიაშვილი თურქ საბან კიზილტასს, რობერტ დინგაშვილი კი უკრაინელ კამილ კერიმოვს დაუპირისპირდება. მესამე ადგილისთვის იჭიდავებს თეიმურაზ ვანიშვილიც (61 კგ), მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ისლამ ბაზარგანოვი იქნება.
ქართველები ერთმანეთში გადაწყვეტენ ბრინჯაოს მედლის ბედს 79 კგ-ში ვლადიმერ გამყრელიძე ევსემ შველიძეს დაუპირისპირდება.
86 კგ-ში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს ზაურ ბერაძე, რომელიც უკრაინელ მუჰამედ ალიევს შეხვდება. 96-კგ-ში საბა ჩიხრაძე ბრინჯაოს მედლისთვის თურქ ერჰან იაიალაჩისთან იჭიდავებს.
ფინალური ბლოკი 20:00-დან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რომში ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა.
ტურნირზე 97 კგ-ში გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის, ხოლო ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.