თავისუფალი ჭიდაობა | ორი ბრინჯაოს შანსი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ორი ბრინჯაოს შანსი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხუთმა წევრმა იასპარეზა.

რამაზ თურმანიძემ (57 კგ), ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ზურიკო ურთაშვილმა (97კგ) ტურნირზე წინასწარი ეტაპის შეხვედრები ჩაატარეს და ვერც ერთმა მათგანმა ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა. მიუხედავად ჩვენი სპორტსმენების წარუმატებელი სტარტისა, ხუთი მოჭიდავიდან ორი – მამიაური და ურთაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაასრულეს. მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონები ლერი აბულაძე და აივენგო რიკაძე გახდენე, მესამე ადგილი კი ფრიდონ აბულაძემ დაიკავა.