თავისუფალი ჭიდაობა | ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები რომის ტურნირზე #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები რომის ტურნირზე #1TVSPORT

რომში მიმდინარე მატეო პელიცონის სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა.

ტურნირზე 97 კგ-ში გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის, ხოლო ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მაჭარაშვილი ფინალში სლოვაკ ცაკულოვთან დამარცხდა, ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პოლონელ ბარანოვსკის სძლია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი და რობერტ დინგაშვილი

61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი და გიორგი ღონიაშვილი

65 კგ – ბექა ლომთაძე და თორნიკე ქათამაძე

70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ – ოთარ ბაგაური და დიმიტრი ჯიოევი

79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე, გიორგი სულავა და ევსემ შველიძე

86 კგ – სანდრო ამინაშვილი, ტარზან მაისურაძე და ზაურ ბერაძე

92 კგ – მირიან მაისურაძე და საბა ჩიხრაძე

97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე და გივი მაჭარაშვილი

125 კგ – გენო პეტრიაშვილი

დარჩენილ რვა წონაში მედლები ხვალ – 25 ივნისს გათამაშდება.