თავისუფალი ჭიდაობა | ნიკა ზანგალაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ნიკა ზანგალაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე თურქი კესერი იქნება.

საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა – გოგა ოთინაშვილმა (65), დავით ფაცინაშვილმა (70), გიორგი გოგრიჭიანმა (79) და მერაბ სულეიმანიშვილმა (97) კი ბრინაჯოს მედლის მოპოვების შანსი, შესაძლოა, რეპეშაჟიდან მიიღონ.

კონტინენტის პირველობაზე ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს საღამოს გაიმართება, ჩემპიონები და პრიზიორები კი 9 მარტს გამოვლინდებიან.

9 მარტიდან ასევე ასპარეზობაში 61, 74, 86, 92, 125 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან და იმავე დღეს გამოავლენენ ფინალისტებს, მედლები კი 10 მარტს გათამაშდება.