თავისუფალი ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი დაიწყებს გამოსვლას #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მედლებისთვის ბრძოლაში დღეს ოთხი ქართველი ფალავანი ჩაერთვება, ხოლო საღამოს ფინალურ ბლოკში ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
57 კგ – რობერტ დინგაშვილი;
74 კგ – გიორგი ელბაქიძე;
79 კგ – ლუკა ჩხიტუნიძე;
92 კგ – მირიან მაისურაძე.