თავისუფალი ჭიდაობა - მოპოვებული ოთხი მედალი, ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე #1TVSPORT
ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. ტურნირის ფინალში იჭიდავა ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ), რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ბერძენ გეორგიოს კუიუმციდისთან 4:6 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდნენ ლუკა ღვინჯილია (57), დავით ფაცინაშვილი (70) და გოგა ოთინაშვილი (65).
დღეს კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ანდრო მარგიშვილი (92კგ). ქართველი ფალავანი ფინალში თურქ გიმრის შეხვდება.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლებისთვის რეპეჟაშიდან იჭიდავებენ დავით აბდალაძე (61) და გიორგი გოგრიჭიანი (74).
ევროპის ჩემპიონატის ფინალში უნდა ეასპარეზა მძიმეწონოსან სოლომონ მანაშვილსაც, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მეტოქესთან გამარჯვების შემდეგ ჩხუბის გამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ვახიტ გალაევმა დამარცხების შემდეგ ჩვენს ფალავანს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ქართველმაც უპასუხა და ორივე მათგანი ტურნირიდან მოიხსნა.
დღევანდელი ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.