თავისუფალი ჭიდაობა | მარიამ გრიგალაშვილი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | მარიამ გრიგალაშვილი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

რომში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 20-წლამდელებს შორის დღეს გოგონები ასპარეზობენ. 50 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა მარიამ გრიგალაშვილმა ესპანელი მარია კაზალა ტორესი დაამარცხა და კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) ოქროს მედლისთვის სომეხ სურენ აგჰაჯანიანს დაუპირისპირდება, ნიკა ბროლაძე (67 კგ) ასევე სომეხ აშოტ ხაჩატრიანს, აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ) კი, ფინალურ შეხვედრაში ფინელ ჯონნ კუნარი სარკინენს შეხვდება.თემურ ორჯონიკიძე (72კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.