თავისუფალი ჭიდაობა | მაისურაძე და ელბაქიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მირიან მაისურაძე (92 კგ) და გიორგი ელბაქიძე (74 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ. ქართველი ფალავნები მედლებისთვის ბრძოლას იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ მათი დამმარცხებელი მოჭიდავეები ფინალში გასვლას მოახერხებენ.
მაისურაძემ მეოთხედფინალში ამერიკელ მეტოქესთან 1:6 წააგო, ხოლო ელბაქიძემ მერვედფინალური შეხვედრა იაპონელ სპორტსმენთან დათმო. ტურნირის ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), ისინი ასპარეზობას გამოეთიშნენ.
13 სექტემბერს მსოფლიო პირველობაზე ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც აკაკი ქემეტელიძე და სოლომონ მანაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებდნენ, თუმცა ორივე მათგანი დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.