თავისუფალი ჭიდაობა | ლომთაძე და ამინაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 61, 74, 86, 92 და 125 კგ წონით კატეგორიის ფალავნები გამოვიდნენ საასპარეზოდ. საქართველოს ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), მსოფლიოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ), მსოფლიო პრიზიორი ირაკლი მწითური (92 კგ) და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იცავდნენ.
ორ მათგანს ბექა ლომთაძეს და სანდრო ამინაშვილს კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში ვიხილავთ. ბექამ 1/4 ფინალში მოლდოველი კოლესნიჩი 14:8 დაამარცხა. ხოლო ამინაშვილმა ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში პოლონელ ჟეზიარჟანსკის სძლია (5:1). გენო პეტრიაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე პრინციპულ მეტოქესთან, თურქ ტაჰა აკგულთან ანგარიშით 1:6 დამარცხდა.
ნახევარფინალური შეხვედრები 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დღესვე ფინალურ ბლოკში ორი ქართველი – ნიკა კენჭაძე (79კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
სანდრო ამინაშვილის ეფექტური გამარჯვება 1/8 ფინალში: