თავისუფალი ჭიდაობა | კონსტანტინე პეტრიაშვილმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPOR
ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა ფალავანმა, მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბერძენ ნიკოლას კარავანოსს 13:0 სძლია.
შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს სანდრო ყურაშვილი (92 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა – ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელი აბოლფაზ ფიროუზი 4:2 დაამარცხა.