თავისუფალი ჭიდაობა | კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

14:04, 17.08.2025

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) მეოთხედფინალშია.

ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში ბულგარელი ანდრიან კრისტიანოგ ნოვიკოვი 10:0 დაამარცხა.

დღეს ტურნირზე ასევე გამოვიდა გოგა ოთინაშვილი და საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, ხოლო რატი კობახიძემ საკუთარი ორთაბრძოლა მერვედფინალში დათმო.

მსგავსი