თავისუფალი ჭიდაობა | კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

21:26, 10.07.2026

კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია – ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში რუსი შამილ ტამბიევი 8:3 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

ნახევარფინალური გასული კიდევ ორი ქართველი, გიორგი წურიაშვილი (57 კგ) და ზურაბ აბალაკი (70 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ფინალური ორთაბრძოლები 11 ივლისს გაიმართება.

მსგავსი