თავისუფალი ჭიდაობა - ხუთ წონაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ (ფოტო)
18:59, 27.12.2020
დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში.
პირველ დღეს ხალიჩაზე 57, 61, 65, 70 და 74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავნები გამოვიდნენ. მედლები წონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
57 კგ
1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
2. ოთარ გოგავა (ხონი)
3. რამაზ თურმანიძე (აჭარა)
3. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
61 კგ
1. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
2. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
3. გოდერძი ძებისაშვილი (გორი)
3. თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
65 კგ
1. შმაგი თოდუა (სამტრედია)
2. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)
3. ცოტნე აბალაკი (გორი)
3. შოთა ფარტენაძე (აჭარა)
70 კგ
1. დავით ტლაშაძე (გორი)
2. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
3. დავით ფაცინაშვილი (გორი)
3. გია ავალიანი (სამტრედია)
74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
2. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
3. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
3. თემურ ბერუშვილი (გორი)
შეჯიბრება უმაყურებლოდ იმართება. საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ხვალ, 28 დეკემბერს 79, 86, 92, 97 და 125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენები გამოვლენ.