თავისუფალი ჭიდაობა | კენჭაძეს ოლიმპიადის ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | კენჭაძეს ოლიმპიადის ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირმა, სადაც პირველი და მეორე დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლას დაეთმობა.

ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ. ბუდაპეშტში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით გამოვიდა და მათგან ნახევარფინალში მხოლოდ ავთანდილ კენჭაზე იჭიდავებს.

74 კგ

კვალიფიკაცია

ავთანდილ კენჭაძე-დენის პავლოვი (უკრაინა) 14:4

1/8 ფინალი

ავთანდილ კენჭაძე-რაირ ალიხანიანი (სომხეთი) 10:2

1/4 ფინალი

ავთანდილ კენჭაძე-გაორგიოს კუგიუმციდისი (საბერძნეთი) 14:9

1/2 ფინალი

ავთანდილ კენჭაძე-ალი უმარპაშაევი (ბულგარეთი)

 

ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და კენჭაძე წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ოლიმპიურ ლიცენზიას მოუტანს.

ფინალები და მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლები კი ხვალ, 19 მარტს გაიმართება.

დატოვე კომენტარი