თავისუფალი ჭიდაობა I კონტინენტის პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა I კონტინენტის პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ზაგრებში დღეს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. ტურნირის პირველ სამ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. მედლების მოსაპოვებლად ხუთ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი გამოვა.

რობერტ დინგაშვილი (57 კგ)
ედემი ბოლქვაძე (65 კგ)
გიორგი ელბაქიძე (70 კგ)
ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ)
​გივი მაჭარაშვილი (97 კგ)

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათიდან დაიწყება. ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:00 საათზე გაიმართება. კონტინენტის პირველობაზე პირველი გამარჯვებულები და მედალოსნები კი ხვალ ფინალურ ბლოკში გამოვლინდებიან.