თავისუფალი ჭიდაობა I ედემი ბოლქვაძემ კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ედემი ბოლქვაძემ (65 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ქართველმა რუმინელი სპორტსმენი სტეფან კომანი დაამარცხა. ეს მედალი პირველია ჩვენი ნაკრებისთვის კონტინენტის პირველობაზე.

ცოტა ხნით ადრე ტურნირზე ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზა რობერტ დინგაშვილმა (57 კგ). ქართველმა ბულგარელ ვანგელოვთან უშანსოდ, 0:10 წააგო.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში დაახლოებით ერთ საათში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს გივი მაჭარაშვილი (97კგ). იგი აზერბაიჯანელ მოგამედხან მაგომედოვს შეხვდება.