თავისუფალი ჭიდაობა I დინგაშვილი და მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა I დინგაშვილი და მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

​ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ორი – გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და რობერტ დინგაშვილი (57 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.

მაჭარაშვილმა მეოთხედფინალში თურქი გიფტცი ბოლო წამზე 4:3 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად უკრაინის სახელით გამომსვლელ მურაზ მჭედლიძეს შეხვდება. დინგაშვილმა კი ნახევარფინალის საგზურისთვის რუმინელ კოვაცს დამაჯერებლად 13:3 სძლია და ფინალში საასპარეზოდ თურქ სულეიმან ატლის დაუპირისპირდება.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი სამი მოჭიდავე – ედემი ბოლქვაძე (65 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდნენ. ქართველებს რეპეჟაშიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ექნებათ თუ არა, ეს ნახევარფინალების შემდეგ გაირკვევა.

ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:00 საათზე გაიმართება. კონტინენტის პირველობაზე პირველი გამარჯვებულები და მედალოსნები ხვალ ფინალურ ბლოკში გამოვლინდებიან.