თავისუფალი ჭიდაობა | გორში ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი გაიმართა #1TVSPORT
გორში დასრულდა ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეოთხე მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. გორის სპორტის სასახლეში შეჯიბრება 24-26 მაისს გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს შვიდი ქვეყნის ახალგაზრდა მოჭიდავეები, რომლებიც პირველობისათვის 10 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.
შეჯიბრების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო იყო, ტურნირის მხარდამჭერები კი ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაცია (United World Wrestling) და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და დიპლომებით. ნუგზარ სხირელის შეგირდებისა და მეგობრების მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავეს, საუკეთესო მწვრთნელს, საუკეთესო მსაჯსა და ყველაზე შეუპოვარ მოჭიდავეს.
57 კგ.
1. ვასიფ ბაგიროვი (აზერბაიჯანი)
2. ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (საქართველო)
3. ნურლიბეკ ბაზარბაევი (ყაზახეთი)
61 კგ.
1. ნიკა ზანგალაძე (საქართველო)
2. ქამალ აბასოვი (აზერბაიჯანი)
3. იასინ ტაიები (ირანი)
3. ადი სერიკული (ყაზახეთი)
65 კგ.
1. მუსა ვერდიევი (აზერბაიჯანი)
2. დარინ ასკერბეკი (ყახაზეთი)
3. აბდინურ ნურლანბეკი (ყაზახეთი)
3. იერალი ჟენისოვი (ყაზახეთი)
70 კგ.
1. რამიკ ჰეიბეტოვი (აზერბაიჯანი)
2. ალი კარამპური (ირანი)
3. ლუკა ვანიშვილი (საქართველო)
3. კუანდიკ შალდარი (ყაზახეთი)
74 კგ.
1. საბა კობახიძე (საქართველო)
2. იეგორ ანჩუგინი (ყაზახეთი)
3. აჰმედ აჰმედლი (აზერბაიჯანი)
3. აიკინ ბოლატული (ყაზახეთი)
79 კგ.
1. გიორგი გოგრიჭიანი (საქართველო)
2. იერხან ბეხულტანოვი (ყაზახეთი)
3. ემინ ქოსაევი (აზერბაიჯანი)
3. გიორგი ნათობიძე (საქართველო)
86 კგ.
1. აბოლფაზ რაჰმანი (ირანი)
2. დაჩი პაპინაშვილი (საქართველო)
3. თორნიკე სამხარაძე (საქართველო)
3. სადიქ მუსტაფაზადე (აზერბაიჯანი)
92 კგ.
1. ამირ რეზა დალირი (ირანი)
2. კამილ კურუგლიევი (ყაზახეთი)
3. სამირ დურსუნოვი (ყაზახეთი)
97 კგ.
1. ნიკა ფანცულაია (საქართველო)
2. ქარიმ აბიტოვი (ყაზახეთი)
3. გიორგი ხუციშვილი (საქართველო)
125 კგ.
1. ზურაბ რომელაშვილი (საქართველო)
2. ალიხან ჰუსაინოვი (ყაზახეთი)
3. რალფს ლუკინსი (ლატვია)
გუნდური ჩათვლა:
1. საქართველო
2. ყაზახეთი
3. აზერბაიჯანი