თავისუფალი ჭიდაობა | გოგა ოთინაშვილი, აკაკი ქემერტელიძე და გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გოგა ოთინაშვილი, აკაკი ქემერტელიძე და გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან #1TVSPORT

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დაიწყო 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.

კონტინენტის პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომლებთაგან სამი — გოგა ოთინაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) — ნახევარფინალში იჭიდავებს.

ოთინაშვილმა მეოთხედფინალში თურქი ქაბარ დიუმი 9:0 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით მოიგო ქემერტელიძემაც ნახევარფინალში გასასვლელი ორთაბრძოლა. პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა, მაჭარაშვილმა პოლონელ რადოსლავ ბარანს 11:0 სძლია და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) პირველივე ორთაბრძოლა წააგო. ქართველის მეტოქის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, გამყრელიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს შეინარჩუნებს. 65 კგ წონით კატეგორიაში კი რობერტ დინგაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა და ისიც ინარჩუნებს მედლის მოპოვების შანსს.

შეჯიბრებაზე ნახევარფინალური ორთაბრძოლები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მედლები კი ხვალ, 8 აპრილს გათამაშდება.