თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დღეს ჭიდაობაში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. კონტინენტის პირველობაზე ჯერ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
ტურნირზე დღეს გამოვლენ 57, 65, 70, 79 და 97 კგ წონითი კატეგორიების ფალავნები:
57 კგ — რობერტ დინგაშვილი (ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)
65 კგ — გოგა ოთინაშვილი (დებიუტანტი)
70 კგ — აკაკი ქემერტელიძე (ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი)
79 კგ — ვლადიმერ გამყრელიძე (ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი)
97 კგ — გივი მაჭარაშვილი (ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი)