თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს 10 წონითი კატეგორიიდან ხუთში დაიწყება ასპარეზობები.
საქართველოს სახელით მედლების მოპოვებას ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) შეეცდებიან.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათიდან დაიწყება. ნახევარფინალები კი – 20:00 საათზე გაიმართება.დღევანდელ ხუთ წონაში ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება.