თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში დაიწყება ასპარეზობები. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირზე შოთა ფარტენაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველ დღეს წარმატებით იასპარეზა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ). ქართველმა ფინალში გასასვლელად უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე დამაჯერებლად 9:1 დაამარცხა და დღეს ტურნირზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ფინალურ ბლოკში რობერტ დინგაშვილი (57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. კიდევ ერთი ქართველი ედემი ბოლქვაძე (65 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან განაგრძობს. წინასწარი შეხვედრები – 13:30-ზე, ნახევარფინალები კი 18:45 საათზე გაიმართება.

გუშინდელი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.