თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის 23-წლამდელთა პირველობა საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის 23-წლამდელთა პირველობა საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დასრულებულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შეჯიბრის ბოლო დღე ოთხი მედლით დაასრულა.

ტურნირზე 125-კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს სოლომონ მანაშვილი დაეუფლა. ქართველმა ფალავანმა ფინალში უნგრელ მილან კორშოგს 8:1 მოუგო და კონტინენტის პირველობაზე ჩვენ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. დღესვე საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

რამაზ თურმანიძემ (61 კგ), ბაგრატ გაგნიძემ (86 კგ) და დავით კოღუაშვილი (92 კგ) მესამე ადგილისთვის დაპირისპირებებში იმარჯვეს.

მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორ ოქროს (გიორგი ელბაქიძე და სოლომონ მანაშვილი), ორი ვერცხლისა (გიორგი გეგელაშვილი და ევსემ შველიძე) და სამი ბრინჯაოს მედალი (რამაზ თურმანიძე, ბაგრატ გაგნიძე და დავით კოღუაშვილი) მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ჩვენმა ნაკრებმა ოთხი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს სინჯის მედლები მოიპოვეს.