თავისუფალი ჭიდაობა | ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლის შანსი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლის შანსი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT

ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხ ქართველს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ტურნირის ფინალშია ვლადიმერ გამყრელიძე (79), სამი სპორტსმენი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ლუკა ღვინჯილია (57) და დავით ფაცინაშვილი (70) პირდაპირ მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ, გოგა ოთინაშვილი (65) კი რეპეჟაშიდან შეეცდება მედლის მოპოვებას. გამყრელიძე 23-წლამდელებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ევროპის ჩემპიონატზე კი დიდებში 2022 წელს მესამე ადგილზე გავიდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.