თავისუფალი ჭიდაობა | ბერუაშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე თემურ ბერუაშვილი (74 კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველის მეტოქე რეპეშაჟიდან გასული სპორტსმენი იქნება.
გუშინ ტურნირზე მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა გოგა მამიაურს (79 კგ), რომელიც მედლისთვის სომეხ არმან ავაგიანთან დამარცხდა. მსოფლიო პირველობაზე ათი გამომსვლელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენიდან საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლის აღება შეუძლია, რაც ტურნირზე უდავოდ წარუმატებელი შედეგია.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულად გამოვიდნენ საქართველოს ნაკრების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები, რომლებმაც ტურნირზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.