თავისუფალი ჭიდაობა | ანდრო მარგიშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ანდრო მარგიშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდანარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ფალავანი ანდრო მარგიშვილი ნახევარფინალში იასპარეზებს.

ტურნირი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გახსნეს. დღეს შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრების წევრები – ნიკა ზაქაშვილი (61 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ), დავით კოღუაშვილი (86 კგ), ანდრო მარგიშვილი (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც ფინალში გასასვლელად მხოლოდ მარგიშვილი იბრძოლებს.

დღევანდელი ხუთი წონის ნახევარფინალები 20:00 საათიდან გაიმართება, მედლები კი 24 ოქტომბერს გათამაშდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – ლუკა ღვინჯილია;

61 კგ – ნიკა ზაქაშვილი;

65 კგ – გოგა ოთინაშვილი;

70 კგ – გიორგი ელბაქიძე;

74 კგ – გიორგი გოგრიჭიანი;

79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე;

86 კგ – დავით კოღუაშვილი;

92 კგ – ანდრო მარგიშვილი;

97 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი;

125 კგ – სოლომონ მანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე ჩემპიონების რანგში გამოვლენ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.