თავისუფალი ჭიდაობა | ალექსანდრე აბრამიშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

17:04, 10.03.2026

ქართველი ფალავანი ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) თავისუფალ ჭიდაობაში სერბეთში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალშია.

აბრამიშვილმა მეოთხედფინალში უნგრელი მილან ჯელენი 11:0 დაამარცხა და ნახევარფინალში რუს დავუდგაჯიევს დაუპრისპირდება.

დღეს ფინალურ ბლოკში ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (79 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

მსგავსი