თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ათი სპორტსმენით გამოვა #1TVSPORT
6-8 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში 20-წლამდე თავისუფალ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ – ლუკა ღვინჯილია
61 კგ – თორნიკე ასაბაშვილი
65 კგ – ნიკოლოზ ბეშიძე
70 კგ – გოგა ოთინაშვილი
74 კგ – გიორგი რიგვავა
79 კგ – გიორგი გოგრიჭიანი
86 კგ – თორნიკე სამხარაძე
92 კგ – კონსტანტინე პეტრიაშვილი
97 კგ – რამინი გულიტაშვილი
125 კგ – ალექსანდრე აბრამიშვილი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიო პირველობაზე კონსტანტინე პეტრიაშვილიც დაიცავს. ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ძმა 10 დღის წინ 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს პონტევედრაში დასრულდა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. საქართელოს ნაკრებმა ტურნირზე მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მესამე ადგილზე თორნიკე მიქელაძე (77 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) გავიდნენ.