თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა #1TVSPORT
სერბეთში გამართული 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოასპარეზე ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა. ჩვენი ბიჭები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.
გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ) შეჯიბრებაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი გოგა ოთინაშვილმა (70 კგ). რამინ გულიტაშვილმა (97 კგ), ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ტურნირის ფინალში იჭიდავა და ვერცხლს დაეუფლა ანრი ხოზრევანიძე (63 კგ). კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილზე კი თორნიკე მიქელაძე (77კგ) და რატი ხოზრევანიძე (67კგ) გავიდნენ.