თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა ევროპირველობა საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა ევროპირველობა საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT

რომში დღეს თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებმა რვა მედლის მოპოვება შეძლეს.

დავით აბდალაძემ (61კგ) ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ხამზატ არსამერზოუევი ბოლო წამებზე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირებები დათმეს მერაბ სულეიმანიშვილმა (125კგ), ოთარ ადეიშვილმა (79კგ), დავით კოღუაშვილმა (86კგ) და ანდრო მარგიშვილმა (92კგ), ისინი კონტინენტის ახალგაზრდული პირველობის ვიცე-ჩემპიონები არიან.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლებს ლუკა ღვინჯილია (57კგ), ლუკა ხუჭუა (97კგ) და ლუკა ჯანეზაშვილი (65კგ) დაეუფლნენ.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში 125 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა.