თავისუფალი ჭიდაობა | 17 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობის ნახევარფინალშია #1TVSPORT

14:49, 17.08.2025

ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე თავისუფალი სტილით ჭიდაობის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში ფრანგი აშაბ დადაევი 3:2 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ამერიკელ ჯასტინ რადემახერს დაუპირისპირდება.

ტურნირზე მეოთხედფინალური შეხვედრა დათმო ალექსანდრე აბრამიშვილმა.

მსგავსი