თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 23 - წლამდელთა ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოასპარეზე გიორგი სულავა ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
74 კგ წონით კატეგორიაში სულავამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი ერილმაზი წმინდად დაამარცხა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
92 და მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავეებმა დემო მეგენეიშვილმა და ზურიკო ურთაშვილმა კი მესამე ადგილისთვის გამართული პაექრობები წარუმატებლად დაამთავრეს.
მსოფლიო ჩემპიონები კი 70 და 79 კგ. წონით კატეგორიებში მირზა სხულუხია და ტარიელ გაფრინდაშვილი გახდნენ.
ხვალიდან უკვე ხალიჩაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ფალავნები გამოვლენ.